ვარშავის „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი შეკრიბა
3–4 ოქტომბერს ვარშავაში, თიბისის მხარდაჭერით გამართულ „თბილისობას“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი დაესწრო. ღონისძიება ქართულ კულტურასა და ტრადიციებს და პოლონეთში მცხოვრები თემის ერთმანეთთან დაკავშირებას მიეძღვნა.