მეორე დღე: სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
JAMnews-ის ცნობით, 22 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. უარი ეთქვა „ლელოს“ მოთხოვნებს ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის შესახებ, ასევე „კოალიციას ცვლილებისთვის“ — დამატებით მტკიცებულებებზე, მოწმეებსა და საქმის შესასწავლ დროზე. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს ვადა.