ანასტასია გუბანოვამ საფრანგეთის გრან-პრიზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს ნაკრების მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ ანჟეში გამართულ საფრანგეთის გრან-პრიზე მეორე ადგილი დაიკავა 202.82 ქულით — გამარჯვებულ იაპონელ ამი ნაკაის მცირედით ჩამორჩა. მოკლე პროგრამაში მან პირადი რეკორდი (72.63) დაამყარა და მეორე იყო, თავისუფალ პროგრამაში — მესამე. იმავე ტურნირზე ქართულმა წყვილმა დევისმა და სმოლკინმა ყინულზე ცეკვაში ვერცხლი აიღო.