ევროპარლამენტარები: პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ ნაბიჯია; კობახიძე ამას „ჩარევას“ უწოდებს
დევიდ მაკალისტერმა, ნილს უშაკოვსმა და რასა იუკნევიჩიენემ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ მოწოდება დიალოგისკენ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას ვერ შენიღბავს, და საბჭოს მიზნობრივი სანქციებისკენ მოუწოდეს. 24 ოქტომბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ შეფასებები პოლიტიკურ ჩარევად მოიხსენია და თქვა, რომ სარჩელი პოლარიზაციის დასაძლევადაა საჭირო.
ორივე მხარის ოფიციალური განცხადებები. MEP-ების განცხადება — Netgazeti (23.10); კობახიძის პასუხი — Interpressnews (24.10): https://www.interpressnews.ge/en/article/150423-irakli-kobakhidze-on-european-parliament-statement-regarding-lawsuit-to-ban-parties-without-a-successful-lawsuit-we-will-remain-trapped-in-a-vicious-cycle-of-polarization-and-that-is-exactly-what-rasa-and-her-allies-want/ . ევროპარლამენტის საიტზე ორიგინალი ტექსტი ვერ ვნახეთ.