ანტვერპენში „თბილისობა“ აღნიშნეს
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში „თბილისობა“ აღნიშნეს. ღონისძიებას ბელგიაში მცხოვრები ქართველები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ, შეუერთდნენ ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც. დღესასწაული ქართული ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებელმა მანანა ხორბალაძემ და საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მოაწყვეს. თეატრისა და სკოლის წევრებმა საკონცერტო პროგრამა და თეატრის რეპერტუარიდან ნაწყვეტები წარადგინეს, სტუმრებმა კი ქართული სამზარეულოს ტრადიციები გააცოცხლეს.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) სიუჟეტი; ბმული ვიდეოზეა.